მსაჯების გადაწყვეტილებით | უსიკმა ფიური დაამარცხა და ჩემპიონი გახდა
საუდის არაბეთში კრივის მოყვარულთათვის დიდებული ბრძოლა გაიმართა. ერთმანეთს მძიმე წონის ჩემპიონის გამოსავლენად ოლექსანდრ უსიკი და ტაისონ ფიური დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირება საკმაოდ მძიმე გამოდგა. თითქოს ფიური უპირატესობას ფლობდა, თუმცა ბოლო რაუნდებში უკრაინელმა აშკარად უკეთესად იასპარეზა და მეცხრე რაუნდში ბრიტანელი ნოკდაუნში გაუშვი.
მსაჯს თავისუფლად შეეძლო ბრძოლის გაჩერება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო. ბრძოლა 12 რაუნდი გაგრძელდა და გამარჯვებულის ბედი მსაჯებმა გამოავლინეს.
გაყოფილი გადაწყვეტილებით მძიმე წონის აბსოლუტური ჩემპიონი ოლექსანდრ უსიკი გახდა. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთმა მსაჯმა უპირატესობა ფიურის მიანიჭა.
აღსანიშნავია, რომ უკრაინელმა ფიურის დამარცხებით ყველა საჩემპიონო ქამარი გააერთიანა და მძიმე წონითი კატეგორიის აბსოლუტური ჩემპიონია. საინტერესო კიდე ის გახლავთ, რომ ტაისონი კარიერაში პირველად დამარცხდა.
ეს მისთვის რიგით 36-ე ბრძოლა იყო. აქამდე 35 ჩატარებული დაპირისპირებიდან 34 ჰქონდა მოგებული და ერთი ფრედ დასრულებული. რაც შეეხება უსიკს მას დღემდე 22 ბრძოლა აქვს ჩატარებული და აბსოლუტურად ყველა მოიგო.