როისი: “ეს მხოლოდ დორტმუნდშია შესაძლებელი“
მარკო როისმა ბუნდესლიგაში დორტმუნდის შემადგენლობაში ბოლო მატჩი ჩაატარა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ვეტერანმა გერმანელმა კომენტარი გააკეთა.
როისი:
„ახლა ჩემს გონებაში ძალიან ბევრი რამ ტრიალებს. ვცდილობდი დღეს ყველაფრით დავმტკბარიყავი. ავტობუსით სტადიონამდე ბოლო მგზავრობა, ბოლო გახურება, ბოლო თამაში.. ბიჭებს ვუთხარი, რომ ეს ის მომენტებია, რომლებშიც თავს ნამდვილ ფეხბურთელად ვგრძნობ. ასეთ დროს ოჯახისგან ნამდვილად შორს ხარ და ეს მეორე ოჯახია.
რა თქმა უნდა, ჩემი აქ ყოფნის პერიოდში აღმავლობა და ვარდნა იყო. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებიც მუდამ მხარში მედგნენ. ეს არ არის ისეთი რამ, რაც შეიძლება თავისთავად მიიჩნიო. ეს მხოლოდ დორტმუნდშია შესაძლებელი. რეალთან ფინალი? ტიტულის სურვილი უსაზღვროა და შესაბამისად რწმენაც უსაზღვრო უნდა იყოს.
ახლა ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ორი კვირა გვაქვს და ძალიან კარგად უნდა მოვემზადოთ. წარმოუდგენლად რთული თამაში იქნება, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი თამაშია, 90 წუთი და ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.“
შეგახსენებთ, რომ მარკო როისმა „დარმშტადთან“ მატჩში გოლი გაიტანა და საგოლე პასი შეასრულა.
ცნობისთვის, მარკო დორტმუნდის რიგებში უკანასკნელ მატჩს ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის რეალის წინააღმდეგ გამართავს.
ასევე გეტყვით, როისი დორტმუნდის აღზრდილი გახლავთ, თუმცა პირველ გუნდში 2012 წლიდან თამაშობს, იქამდე კი გლადბახის და როტ ვაისის ღირსებას იცავდა.
2012 წლიდან დღემდე, გერმანელმა ფეხბურთელმა ბორუსიას მაისური ყველა ტურნირზე ერთად 428-ჯერ მოირგო, 170 გოლი გაიტანა და 131 საგოლე გადაცემა შეასრულა.