“ვესტ ჰემის იმედი მაქვს“ - არტეტა ევერტონთან მატჩის წინ
პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის ბოლო ტურში არსენალი ევერტონს უმასპინძლებს. მატჩის წინ, „მეთოფეების“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
არტეტა:
„ბევრი ჩვენგანისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია. ძალიან აღელვებული ვარ და კვირა დღეს ველოდები. შედეგთან დაკავშირებით ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ევერტონი ახლა კარგ ფორმაშია და კიდევ ერთხელ უნდა დავამტკიცოთ, რომ სხვებზე უკეთესი ვართ. გარკვეულწილად ვესტ ჰემის იმედი მაქვს. ისინი ოცნების ასრულებაში უნდა დაგვეხმარონ.
დევიდ მოიესთან არ მისაუბრია. ამის საჭიროებას ვერ ვხედავ, თუმცა მას ჩემი ოცნების ახდენა შეუძლია. ასეთ სიტუაციაში პრემიერ ლიგის მოგება დაუჯერებელი იქნებოდა და ჩემს მეხსიერებაში ყოველთვის დარჩებოდა. ვფიქრობ, ოცნება ჯერ კიდევ ცოცხალია. ვიცით, რომ შანსი ცოტაა, მაგრამ მანჩესტერ სიტი ძლიერ გუნდს ხვდება. მათ უპირატესობას საკუთარი კედლები აძლევს.“
შეგახსენებთ, რომ ბოლო ტურის წინ არსენალს 86 ქულა აქვს და მან.სიტის 2 ქულით ჩამორჩება. იმ შემთხვევაში, თუ „ქალაქელები“ საკუთარ მატჩს ვერ მოიგებენ და „მეთოფეები“ გაიმარჯვებენ, პრემიერ ლიგას სწორედ არტეტას გუნდი დაეუფლება, თუმცა, თუ მანჩესტერული გრანდი გაიმარჯვებს, ლონდონელები ყველანაირ შანსს კარგავენ.