გოლი და საგოლე პასი - როისის ბოლო მატჩი სიგნალ იდუნა პარკზე
ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის ბოლო ტურში დორტმუნდის ბორუსიამ დარმშტადს უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა.
აღნიშნული დაპირისპირება გამორჩეული იმითი იყო, რომ მარკო როისი სიგნალ იდუნა პარკზე ბოლო მატჩს ატარებდა. როგორც მოგეხსენებათ, გერმანელი შემტევი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, დორტმუნდს ტოვებს.
მარკომ თავი გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა. 30-ე წუთზე მაატსენს გაატანინა, ხოლო 38-ე წუთზე თავად გაიტანა.
ცნობისთვის, მარკო როისი დორტმუნდის რიგებში უკანასკნელ მატჩს ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის რეალის წინააღმდეგ გამართავს.
ასევე გეტყვით, როისი დორტმუნდის აღზრდილი გახლავთ, თუმცა პირველ გუნდში 2012 წლიდან თამაშობს, იქამდე კი გლადბახის და როტ ვაისის ღირსებას იცავდა.
2012 წლიდან დღემდე, როისმა ბორუსიას მაისური ყველა ტურნირზე ერთად 428-ჯერ მოირგო, 170 გოლი გაიტანა და 131 საგოლე გადაცემა შეასრულა.