თუ ჩავის გაუშვებენ - ბარსამ სამი კანდიდატი შეარჩია
ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად განიხილება ჩავი ერნანდესის ბარსელონადან გათავისუფლება. ესპანური MUNDO DEPORTIVO ესპანელის შემცვლელების კანდიდატურებს ასახელებს.
თუ ჩავის გაათავისუფლებენ 3 ვარიანტი განიხილება. პრიორიტეტი ჰანსი ფლიკს ენიჭება. პრობლემას მიუნხენის ბაიერნია. „რეკორდმაისტერიდან“ ტომას ტუხელი მიდის და აქტიურად განიხილება ფლიკის უკან დაბრუნება.
მეორე ვარიანტი რაფა მარკესია, რომელიც ბარსას ახალგაზრდულ გუნდს ხელმძღვანელობს და კატალონიური გრანდის დეენემი აქვს. მისი საფეხბურთო ფილოსოფია თანხვედრაშია გუნდის სათამაშო ფილოსოფიასთან.
ბოლო ვარიანტი კი მარსელო გალიარდო გახლავთ, რომელიც ამჟამად ალ იტიჰადის დამრიგებელი გახლავთ. ამ შემთხვევაში პრობლემას მისი ანაზღაურება წარმოადგენს. 48 წლის არგენტინელს საუდის არაბეთში საკმაოდ მაღალი ხელფასი აქვს და თუ MUNDO DEPORTIVO-ს დავუჯერებთ, მას ანაზღაურების მნიშვნელოვნად შემცირება არ სურს.
შეგახსენებთ, რომ 1 თვის წინ, ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ ბარსელონაში დარჩენას აპირებდა და გუნდიდან აღარ წავიდოდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ, ბარსას ყოფილმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ გუნდს ფინანსური კრიზისი აქვს და ასეთ პირობებში მადრიდის რეალისთვის კონკურენციის გაწევა წარმოუდგენელია.
ეს განცხადება „ბლაუგრანას“ პრეზიდენტს ჟოან ლაპორტას არ მოეწონა და მისი გაშვება გადაწყვიტა. ამ მომენტისთვის სხვა დამატებითი ინფორმაცია უცნობია.