ოფიციალურად - ფოდენი პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელია
ერთ დროს პეპ გუარდიოლამ საკმაოდ თამამი განცხადება გააკეთა. ესპანელმა სპეციალისტმა თქვა, რომ მის კარიერაში ფილ ფოდენი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელიც ოდესმე გაუწვრთნია.
აღნიშნული ნარატივის გამართლება ნიჭიერმა შემტევმა მიმდინარე სეზონში ყველაზე უკეთ მოახერხა და კარგი თამაში დაუფასდა.
სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო მოთამაშედ ფილ ფოდენი დასახელდა.
23 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ერთად 51 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 25 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.
25 გოლიდან ფილმა 17 პრემიერ ლიგაში გაიტანა, 5 ჩემპიონთა ლიგაზე, 2 FA Cup-ზე და ერთი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე.
მისი კარგი თამაშის წყალობით „ქალაქელები“ პრემიერ ლიგის ზედიზედ მეოთხედ მოგებასთან ახლოს არიან და ასევე ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში იმყოფებიან. მადრიდის რეალის გაგდებამდე კი ძალიან ცოტა დააკლდათ. შეგახსენებთ, რომ სიტიმ პენალტების სერიაში წააგო.