კვარა უნდა დაფასდეს - Gazzetta-ს სტატია ხვიჩას შედევრის შემდეგ
იტალიური გამოცემა Gazzetta dello Sport-ი ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს, „ფიორენტინასთან'' ბრწყინვალე გოლის შემდეგ გამოცემა აღნიშნავს რომ ქართველი ფეხბურთელი „ნაპოლისთან’’ ახალი კონტრაქტის გაფორმებას იმსახურებს.
Gazzetta: „ზერელე სიტყვების გარეშე პატივი უნდა ვცეთ ქომაგთა ვნებასა და ქართველი ტალანტის უმაღლეს დონეს. კვარაცხელია უნდა დაფასდეს იქიდან გამომდინარე რაც მან გასულ წელს გააკეთა და რა ვალდებულებასაც მიმდინარე სეზონში ასრულებს. კვარას გარეშე „ნაპოლის’’ სასტარტო თერთმეტეული წარმოუდგენელია. „ნაპოლიმ'' კვარა უნდა შეინარჩუნოს, თავი იმდენად მნიშვნელოვან ფეხბურთელად უნდა იგრძნოს რამდენადაც იმსახურებს. ახლა არ გვჭირდება საუბარი, სიტყვები საკმარისია, გვჭირდება ფაქტი: კვარასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება 1,5-წლით დაგვიანდა’’.
მიმდინარე კვირაში „ნაპოლის'' პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ ჟურნალისტები ისეთ სურათს ქმნიან, რომ თითქოს მას კვარაცხელიასთვის ხელფასის გაზრდა არ სურს.
„ისეთ შთაბეჭდილებას ქმნით, თითქოს არ გვინდა, რომ ფული გადავიხადოთ. როცა ჩვენ შევუწყვეთ ხელი, რომ აფეთქებულიყო და ჩვენ გვქონდა ინტუიცია, რომ წარმატებას მიაღწევდა. კონტრაქტებს პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ თქვენ მათ ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებთ. ათას სისულელეს ამბობთ და თქვენთვის არაფრის თქმა არ მინდა, რადგან ჩემს სიტყვებს სხვა ინტერპრეტაციას გაუკეთებთ“.
ეს კომენტარი ლაურენტისმა „ფიორენტინასთან'' მატჩამდე გააკეთა, ამ საოცარი გოლის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა იმის მოლოდინი, რომ „პარტენოპეი'' ხვიჩას ფინანსურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.
კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 33 შეხვედრა ჩაატარა, მის ანგარიშზე 11 გოლი და 6 შედეგიანი გადაცემაა (2-ჯერ კი პენალტი მოიპოვა). ასევე, ჩემპიონთა ლიგაზე 8 მატჩში ერთი საგოლე პასი შეასრულა.