კრიშტიანუ რონალდუ, რიად მაჰრეზი, რუბენ ნევეში, ოტავიო
Aa
Aa

კრიშტიანუ რონალდუს მორიგი რეკორდი

პორტუგალიური და მთლიანად მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა კრიშტიანუ რონალდუ 39 წლის ასაკში კიდევ ერთი რეკორდის ავტორი გახდა. მან საუდის არაბეთის ჩემპიონატის 32-ე ტურში „ალ ჰილალთან“ (1:1) ფრედ დასრულებულ შეხვედრაში პირველივე წუთზე ოტავიოს საგოლე გადაცემა მიაწოდა, რის შემდეგაც ოცდათორმეტ ტურში 44 შედეგიანი მოქმედება (33 გოლი, 11 საგოლე გადაცემა) დაუგროვდა, ასეთი შედეგი კი საუდის არაბეთის პრო ლიგაში აქამდე არც ერთ ფეხბურთელს არ ჰქონია.

ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, კრიშტიანუ ბომბარდირთა დავას სათავეში 33 გოლით უდგას და მეორე ადგილზე მყოფ „ალ ჰილალის“ სერბ ფორვარდს ალექსანდრ მიტროვიჩს 6 ბურთით უსწრებს. პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი ასისტენტთა დავაში თანამემამულე რუბენ ნევეშთან ერთად, რომელიც „ალ ჰილალის“ რიგებში ასპარეზობს, 11-11 საგოლე პასით მეორე-მესამე ადგილებს იყოფს და ლიდერ რიად მაჰრეზს (ალ აჰლი) მხოლოდ ერთი გადაცემით ჩამორჩება.

კარიერის განმავლობაში რონალდუმ 3-ჯერ ინგლისის პრემიერ ლიგა, 2-ჯერ ესპანეთის ლა ლიგა, 2-ჯერ იტალიის სერია A და 5-ჯერ უეფას ჩემპიონთა ლიგა მოიგო. სანაკრებო დონეზე კი 2016 წელს პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 2008, 2013, 2014, 2016 და 2017 წლებში კრიშტიანუ ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური საფეხბურთო ჯილდოს, „ოქროს ბურთის“ მფლობელი გახდა  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუ: ნიჭიც მაქვს და მშრომელიც ვარ, ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე აჭარბებს მეორეს
რონალდუ: ნიჭიც მაქვს და მშრომელიც ვარ, ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე აჭარბებს მეორეს