ლუკა პარკაძე
Aa
Aa

კარგი ამბავი: პარკაძე ბრუნდება და დუბლებში გამარჯვების გოლი გაიტანა

„ბაიერნიდან’’ „ადმირა ვაკერში’’ განათხოვრებული ლუკა პარკაძე ეტაპობრივად ფორმაში შედის. თითქმის მთელი სეზონი ტრავმებმა გააწამა, თუმცა როგორც იქნა საბოლოოდ იქნა ტრავმები მოირჩინა და ბოლო პერიოდში სარეზერვო გუნდში რეგულარულად თამაშობს, გოლებიც გააქვს.

გუშინ „ადმირას’’ სარეზერვო გუნდმა სტუმრად „მისტელბახს’’ მოუგო (1:2), გამარჯვების გოლი ლუკა პარკაძის აქტივშია. აღსანიშნავია რომ ლუკამ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 90 წუთი პირველად ითამაშა, თუმცა სრულფასოვან დაბრუნებას, პირველ გუნდში თამაშსა და საუკეთესო თვისებების გამოვლენას კიდევ გარკვეული დრო სჭირდება. სასიხარულოა რომ დაბრუნების პროცესი დაიწყო და კარგად მიდის.

ლუკა „ბაიერნის'' საკუთრებაა და ავსტრიულ კლუბში იჯარით მიმდინარე სეზონის დასაწყისში გადავიდა, თუმცა კუნთის ტრავმის გამო თითქმის მთელი სეზონი გაუცდა, პირველ გუნდში მხოლოდ ერთხელ ითამაშა, რამდენჯერმე პირველი გუნდის სავარჯიშო პროცესს დაუბრუნდა, მაგრამ ტრავმამ შეაწუხა, რეგულარულად პირველ გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობდა. CrystalSport-ის ცნობით, დაბრუნების პროცესი გაიწელა, თუმცა ახლა თავს კარგად გრძნობს, პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ოფიციალურ მატჩებს სარეზერვო გუნდში მართავს ფორმაში შესვლის მიზნით.

შესაძლოა, 19 წლის შემტევმა მიმდინარე სეზონში პირველ გუნდში თამაშიც მოასწროს, ავსტრიის რანგით მეორე ლიგის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი.

„ადმირას'' მთავარი მწვრთნელი 33 წლის სპეციალისტი ტომას პრატლია, მისი ხელმძღვანელობით „ადმირა'' რანგით მეორე ლიგაში მე-5 ადგილზეა, ბუნდესლიგაში ვერ აღზევდა.

ფოტოზე: ლუკა პარკაძე და ტომას პრატლი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები