ხვიჩა კვარაცხელია, ფრანჩესკო კალცონა
Aa
Aa

„პრაქტიკულად ჩემპიონია“ | რა თქვა კალცონამ კვარაზე მატჩის შემდეგ

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრანჩესკო კალცონამ „ფიორენტინასთან“ გამართული მატჩის შემდეგ, რომელიც ფრედ, 2:2 დასრულდა, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. კალცონას „პარტენოპეის“ პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ჰკითხეს, რომელმაც თქვა, რომ თუ „კვარა“ გუნდს დატოვებს, ამას უბრალოდ შეეგუება.

„კვარაცხელია მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ ახალგაზრდაა და ზოგჯერ, მაღალ დონეზე ვერ თამაშობს. ხვიჩა იმ ფეხბურთელთა შორისაა, რომლებიც ხარისხით საშუალო დონის მოთამაშეებზე მაღლა დგანან. მათთან მიმართებით მოთმინების გამოჩენა და გაზრდის საშუალების მიცემაა საჭირო.

კვარაცხელია 23 წლის ბიჭია და იმ მხრივ თუ რამხელა პროგრესის მიღწევა შეუძლია, თითქმის ჩემპიონია. თუმცა, პირადად მე, ვერ გავიგებ, რა ბედი ეწევა (სეზონის ბოლოს კალცონა გუნდს დატოვებს). აურელიო დე ლაურენტისის სიტყვებს რაც შეეხება, კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ეს კლუბის საქმე და პრეზიდენტის პრობლემაა“.

შეგახსენებთ, რომ სტატისტიკურმა სააგენტოებმა, Whoscored-მა და Sofascore-მა კვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და მას უმაღლესი შეფასება დაუწერეს. „კვარა“ იტალიურმა გამოცემებმაც გამოარჩიეს და „ფიორენტინასთან“ ნაჩვენები თამაში მოუწონეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოლი და 2 საგოლე გადაცემა | დავითაშვილის ბენეფისი ლიგა 2-ის ბოლო ტურში
გოლი და 2 საგოლე გადაცემა | დავითაშვილის ბენეფისი ლიგა 2-ის ბოლო ტურში