ხვიჩა კვარაცხელია, კრისტიანო ბირაგი
Aa
Aa

ხვიჩას ჯარიმა უფრო ლამაზი იყო - ბირაგის კომპლიმენტები ქართველს

„არტემიო ფრანკიზე“ გამართული „ფიორენტინა“ – „ნაპოლის“ შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა და გუნდებმა ორიდან ერთი ბურთი სტანდარტიდან გაიტანეს. თუ პირველი ტაიმის მიწურულს ჯარიმა ზუსტად „ვიოლას“ მცველმა კრისტიანო ბირაგიმ შეასრულა, შესვენების შემდეგ მასპინძლების მეკარე პიეტრო ტერაჩიანომ ხვიჩა კვარაცხელიას უძლიერესი და უზუსტესი დარტყმის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო და ქართველმა ფეხბურთელმა „პარტენოპეის“ ქულა გადაურჩინა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ბირაგის ჟურნალისტებმა ჰკითხეს მისი საჯარიმო უფრო ეფექტური იყო, თუ კვარასი, რაზეც ასეთი პასუხი მიიღეს.

რა თქვა ბირაგიმ

ორივე მშვენიერი იყო, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ კვარას დარტყმა ოდნავ უკეთესი იყო, რადგან მას საჯარიმოს შესრულება უფრო დიდი დისტანციიდან მოუწია. რა ვუთხარი მწვრთნელ ვინჩენცო იტალიანოს გატანილი გოლის შემდეგ? ის, რომ ეს ჩემ კარიერაში სტადარტულიდან პირველი გოლი იყო და მას ჩემი ვახშამზე დაპატიჟება მოუწევდა (იცინის).

ოცდაჩვიდმეტი თამაშის შემდეგ „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 52 ქულით მეცხრე ადგილზეა და მერვე პოზიციაზე მყოფ „ფიორენტინას“ ორი ქულით ჩამორჩება, თუმცა ფლორენციელებს ნეაპოლელებთან შედარებით ერთი მატჩით ნაკლები აქვთ გამართული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარას შედევრი ფლორენციაში | ნაპოლის ფრე ფიორენტინასთან
კვარას შედევრი ფლორენციაში | ნაპოლის ფრე ფიორენტინასთან