ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

გოლი და 2 საგოლე გადაცემა | დავითაშვილის ბენეფისი ლიგა 2-ის ბოლო ტურში

საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო ტურში, ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ „პოს“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა სეზონი პოზიტიურ ნოტაზე დაასრულა და ჟირონდელებმა 3:2 იმარჯვეს, რაშიც დავითაშვილმა უდიდესი წვლილი შეიტანა.

ზურიკო ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო და მატჩი გოლითა და 2 საგოლე გადაცემით დაასრულა. შეხვედრაში ანგარიში მე-7 წუთზე გაიხსნა. დავითაშვილმა ბურთი მეტოქის ნახევარზე მოიპოვა, ფლანგზე კარგად გაიხსნა და საჯარიმოში მყოფ გაეტან ვაისბეკს უპასა, რომელმაც „ბორდო“ წინ გაიყვანა - 1:0.

მე-16 წუთზე, ჟირონდელთა უპირატესობა ორბურთიანი გახდა. ზურიკომ ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო და მეტოქის საჯარიმოში მყოფ ჟერემი ლივოლანს გაატანინა - 2:0.

პირველი ტაიმის 30-ე წუთზე, ქართველი ფეხბურთელი საგოლე გადაცემების ჰეთ-თრიქთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ვიპოტნიკმა ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა. 38-ე წუთზე, ზურიკოს გოლის გატანის შანსი თავად ჰქონდა, მაგრამ მის დარტყმას მცველები გადაეღობნენ.

მეორე ტაიმის სტარტზე, „პომ“ ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ ქართველმა გარემარბმა თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა. ამჯერად, დავითაშვილს ლივოლანმა უპასა და ზურიკომ გოლიც გაიტანა - 3:1. დარჩენილ „პომ“ ერთი ბურთი შეაგდო და „ბორდომ“ სეზონი 3 ქულით დაასრულა.

ცნობისთვის, ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე ლიგა 2-ში 8 გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემაა. ზურიკოს ერთი ასისტი საფრანგეთის თასზე აქვს და ევროპის ჩემპიონატს ბრწყინვალე ფორმაში ხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არც ბარახა ადარდებს და არც მამარდა“ | ჟურნალისტმა ვალენსიას მფლობელი გააკრიტიკა
„არც ბარახა ადარდებს და არც მამარდა“ | ჟურნალისტმა ვალენსიას მფლობელი გააკრიტიკა