„მისი გული მინდა“ | ფიურიმ უსიკს ხელი ჰკრა, ბოშათა მეფე უკრაინელზე მძიმეა
18 მაისს, საუდის არაბეთის დედაქალაქში, ერ-რიადში უაღრესად საინტერესო ბრძოლა გაიმართება. WBC-ის საჩემპიონო ქამრის მფლობელი ტაისონ ფიური WBA-ის, IBF-ისა და WBO-ს საჩემპიონო ქამრების მფლობელ ოლექსანდრ უსიკს დაუპირისპირდება.
დღეს, აწონვების ცერემონია გაიმართა და მოკრივეების მზერათა დუელიც ვიხილეთ. „ბოშათა მეფე“ „თეთრ კურდღელზე“ ბევრად მძიმე აღმოჩნდა. უკრაინელმა 105.68 კილოგრამი დააფიქსირა, ფიური კი 118.84 კილოგრამს იწონიდა, რაც ნიშნავს, რომ ის 13 კილოგრამით უფრო მძიმეა.
აწონვების შემდეგ, მოკრივეები ერთმანეთის პირისპირ დადგნენ და მზერათა დუელს ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. ფიურიმ უსიკს ხელი ჰკრა, რასაც არეულობა მოჰყვა, მაგრამ დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა ვითარების გამწვავება არ დაუშვეს.
‼️ Tyson Fury vs Oleksandr Usyk FINAL FACE-OFF…
— Michael Benson (@MichaelBensonn) May 17, 2024
[???? @Queensberry]
pic.twitter.com/EITfF04BjN
„ტაისონ, არ შეგეშინდეს, ხვალ მარტო არ დაგტოვებ. რას მეტყოდა მამაჩემი ახლა აქ რომ იყოს? შვილო, შენ შეგიძლია! როგორ ვარ მშვიდად ასეთი მნიშვნელოვანი ბრძოლის წინ? ეს ჩემი გეგმაა“, - განაცხადა უსიკამ.
„როკენროლისთვის მზად ვართ. ხვალ ფეიერვერკებს იხილავთ. ამ პატარა ნაბი****ს დავანოკაუტებ. მისი გული მინდა! ჯანდაბაშიც წასულა მისი ქამრები! მისი გულისთვის მოვდივარ!“, აღნიშნა ფიურიმ.
შეგახსენებთ, რომ ფიურის კარიერაში მარცხი არ აქვს და 35-დან 34 ბრძოლა მოიგო, ერთხელ კი მსაჯებმა ფრე დაააფიქსირეს. დაუმარცხებელია უსიკიც, რომელსაც 21-დან 21 გამარჯვება აქვს.