გრიგალაშვილი კასესთვის დაუძლეველ ბარიერად იქცა - სტატია მსოფლიოს ჩემპიონატის წინ
არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქი აბუ დაბი 19-დან 24 მაისის ჩათვლით ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს და ბუნებრივია, მოლოდინი უდიდესია. ყველაზე მეტს კი 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილზე საუბრობენ, რომელმაც ბოლო წლებში წონის ბელგიელ ფავორიტს, მატიას კასეს მყუდროება დაურღვია და მისთვის უხერხულ მეტოქედ იქცა. ერთ-ერთმა ფრანგულმა გამოცემა Le Soir-მა აბუ დაბიში გასამართი პრესტიჟული ტურნირის წინ სწორედ გრიგალაშვილი-კასეს მეტოქეობაზე ისაუბრა
რა წერია ტატოზე
2021 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშიც, მაშინ ჯერ კიდევ გამოუცდელი გრიგალაშვილი ცუდად არ გამოიყურებოდა, თუმცა საბოლოო ჯამში სწორედ გამოუცდელობის გამო წააგო კასესთან. თუმცა, ის იმდენად ნიჭიერია, დაშვებული შეცდომები გამოასწორა, საკუთარ თავზე მაქსიმალურად ბევრი იმუშავა და სიტუაცია რადიკალურად შეცვალა - ახლა უკვე კასესთვის არის გრიგალაშვილი დაუძლეველი ბარიერი. იმედია, მათი გზები პარიზის ოლიმპიურ თამაშებზეც და მსოფლიოს პირველობაზეც გადაიკვეთება, რადგან ასეთ შემთხვევაში გულშემატკივარი უმაღლესი კლასის ძიუდოს ორ დაპირისპირებას იხილავს.
24 წლის ტატო გრიგალაშვილი ევროპის 3-გზის და მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონია. კარიერის მანძილზე მას ასევე ორჯერ აქვს მოგებული მსოფლიოს შემაჯამებელი მასტერსი. სხვადასხვა დროს ტატოს გამარჯვებით დიუსელდორფის, პარიზის, ბუდაპეშტის და ზაგრების გრანდ სლემი დასრულდა.