ილია თოფურია, მაიკლ ჩენდლერი, კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

„კონორს რაღაც განსაკუთრებული აქვს“ | თოფურია მაკგრეგორი vs ჩენდლერზე

UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ კონორ მაკგრეგორისა და მაიკლ ჩენდლერის ჩხუბზე ისაუბრა. „ელ მატადორმა“ ირლანდიელი მებრძოლი შეაქო და განაცხადა, რომ როცა მაკგრეგორი ოქტაგონზე გადის, ქომაგებმა იციან, რომ სანახაობრივი ჩხუბი ელოდებათ.

„მაიკლ ჩენდლერი ძალიან რთული მეტოქეა, მაგრამ კონორს რაღაც განსაკუთრებული აქვს და არასდროს იცი, რა მოხდება. როცა მაკგრეგორი ოქტაგონზე გადის, არ იცი, რას უნდა ელოდო. შეიძლება, მეტოქე 10-15 წამში დაანოკაუტოს ან ფეხი მოიტეხოს და ნოკაუტში თავად აღმოჩნდეს. გამორიცხული არაფერია, მაგრამ როცა კონორი ჩხუბობს, ყოველთვის იცი, რომ რაღაც განსაკუთრებულს აუცილებლად იხილავ“.

თოფურიამ პედი პიმბლეტზეც ილაპარაკა, რომელიც მომდევნო ბრძოლას ბობი გრინის წინააღმდეგ გამართავს: „პიმბლეტი სტაბილური მებრძოლი არაა. ზოგიერთ ბრძოლაში ძალიან ცუდად გამოიყურება, ზოგჯერ კი, რაღაც ჩვეულებრივს აკეთებს და წარმოდგენა არ მაქვს, ბობისთან როგორ იჩხუბებს“.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ილიამ განაცხადა, რომ მისი მომდევნო მეტოქე დიდი ალბათობით, მაქს ჰოლოუეი იქნება, რის შემდეგაც კონორ მაკგრეგორთან სურს ჩხუბი. ოღონდ ამისთვის, მაკგრეგორმა ჩენდლერი უნდა დაამარცხოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არც ბარახა ადარდებს და არც მამარდა“ | ჟურნალისტმა ვალენსიას მფლობელი გააკრიტიკა
„არც ბარახა ადარდებს და არც მამარდა“ | ჟურნალისტმა ვალენსიას მფლობელი გააკრიტიკა