მასიმილიანო ალეგრი გაუშვეს | იუვენტუსს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება
ტურინის „იუვენტუსმა“ მასიმილიანო ალეგრი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა. იტალიელი ჟურნალისტები იტყობინებიან, რომ „ბიანკონერიმ“ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო და ოფიციალური განცხადება მალე გავრცელდება.
ჯანლუკა დი მარციოს, ფაბრიციო რომანოს, ნიკოლო შირას, რომეო აგრესტის და სხვა ცნობილი ჟურნალისტების მიხედვით, კლუბმა ალეგრის უკვე შეატყობინა, რომ მასთან თანამშრომლობას წყვეტს. „ბებერი ქალბატონი“ მისი შემცვლელის ძებნას უახლოეს პერიოდში დაიწყებს და ამ ეტაპზე, სავარაუდო კანდიდატებზე არაფერი იწერება.
????⚪️⚫️ BREAKING: Massimiliano Allegri has been sacked by Juventus with immediate effect. pic.twitter.com/gmFPgG7OMO
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) May 17, 2024
შეგახსენებთ, რომ ალეგრი „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2021 წელს დაინიშნა. მიმდინარე სეზონში, ტურინულ გრანდთან ერთად, მან კოპა იტალია მოიგო და ფინალურ შეხვედრაში „ატალანტა“ მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა.
Massimiliano Allegri non è più l’allenatore della Juventus F.C.
— JuventusFC (@juventusfc) May 17, 2024
გეტყვით იმასაც, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში „იუვენტუსს“ 67 ქულა აქვს და ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდა. „ბიანკონერი“ მომდევნო შეხვედრას 20 მაისს გამართავს და სტუმრად „ბოლონიას“ დაუპირისპირდება.