დვალიშვილი ომალის დააფინიშებს - პატრიკ მიქსმა ქართველ მებრძოლზე ისაუბრა
Bellator-ის მოქმედი ჩემპიონი პატრიკ „პატჩი’’ მიქსი Mmafighting-ს შონ ომალისა და მერაბ დვალიშვილზე ესაუბრა. სავარაუდოდ, ომალი-დვალიშვილის დაპირისპირება მიმდინარე წლის სექტემბერში გაიმართება.
„ო’მალიმ რამდენჯერმე სახიფათოდ იმოქმედა, როცა მასზე ტანდაბალ მებრძოლებთან ჩხუბობდა. ეს იყო მუხლი, აბერკოტი (ქვევიდან ამორტყმა), კროსი (დარტყმის ერთ-ერთი ), კარგი კრივი და მერაბმა აჩვენა, რომ მისთვის ზიანის მიყენება შესაძლებელია თუ მერაბი გადაწყვეტს რომ დგომში დადგეს (პარტერში არ გადავიდეს). ვფიქრობ მერაბი საკმარისად მტკიცეა იმისთვის რომ ცეცხლში გაიაროს იმ შემთხვევაშიც კი, როცა ო’მალი ზიანს მიაყენებს.
დვალიშვილი შონ ომალის წნეხში მოაქცევს და „დააფინიშებს’’.
შეგახსენებთ, არაოფიციალური ინფორმაციით შონ ომალისა და მერაბ დვალიშვილის ბრძოლა 14 სექტემბერს, UFC 306-ზე უნდა გაიმართოს, თუმცა UFC-ს ამ თემაზე ჯერ კონკრეტული არაფერი უთქვამს.
ფოტოზე: შონ ომალი და მერაბ დვალიშვილი