ტომას ტუხელი
Aa
Aa

ვინ გაწვრთნის ბაიერნს? - ტუხელმა მიუნხენურ კლუბს უარი უთხრა

მიუნხენის „ბაიერნის’’ მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ბავარიულ კლუბს დატოვებს. გერმანელი სპეციალისტის თქმით, „ბაიერნთან’’ ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებას აწარმოებდა, თუმცა შეთანხმება არ შედგა და მოქმედი კონტრაქტი ძალაში დარჩა, რომლის მიხედვით ტუხელი სეზონის შემდეგ „ბაიერნს’’ დატოვებს.

„ბაიერნის’’ მთავარ მწვრთნელად გასული წლის მარტში დაინიშნა, მისი ხელმძღვანელობით გუნდმა გასულ სეზონში ბუნდესლიგა მოიგო, ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე გავიდა, ბუნდესლიგის ჩემპიონობა კი ლევერკუზენის „ბაიერთან'' კონკურენციაში დათმო.

„ბაიერნი'' ტუხელის პოზიციაზე ჩაბი ალონსოსა და რალფ რანგნიკის კანდიდატურებს განიხილავდა, თუმცა კლუბმა ორივე მათგანისგან უარყოფითი პასუხი მიიღო.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, ტომას ტუხელი მოლაპარაკებებისთვის ღიაა. ამ ეტაპზე უცნობია რომელ კლუბში გააგრძელებს სამწვრთნელო კარიერას.

50 წლის გამოცდილი სპეციალისტი „მაინცს'' (2009-14), „დორტმუნდს'' (2018-20), პსჟ-სა (2018-20) და „ჩელსის'' (2021-22) წვრთნიდა. „ბაიერნში'' 2023 წლის მარტიდან მუშაობს.

2020-21 წლების სეზონში მისმა გაწვრთნილმა „ჩელსიმ'' ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ასევე, 2022-23 წლების სეზონში მისი ხელმძღვანელობით „ბაიერნი'' ბუნდესლიგის გამარჯვებული გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები