გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

საქართველო მხოლოდ კვარადონა არაა - ჩეხური გამოცემა საქართველოს ნაკრებზე

ჩეხური გამოცემა Footballclub-ი საქართველოს ეროვნული ნაკრების შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომელიც მეტწილად გიორგი მიქაუტაძეს ეხება. სტატიის ავტორია აღნიშნავს, რომ 

სტატიაში ვკითხულობთ: „ჩვენს ყურადღებას საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე იქცევს, რომლის ქვეყანაში ახლა დიდი საპროტესტო აქციები იმართება რუსული კანონის წინააღმდეგ. მიქაუტაძე ამასთან დაკავშირებით Instagram-ში არაფერს წერს, მაგრამ მოედანზე სიმწვავით გამოირჩევა, ივან ჰაშეკის სამწვრთნელო შტაბს მასთან შეხვედრისთვის განსაკუთრებული მომზადება მოუწევს’’.

სტატიაში მოყვანილია ფრანგი ჟურნალისტის, სტეფან ტოუმას შეფასება მიქაუტაძეზე: „საქართველო მხოლოდ კვარადონა არაა. მისი თანაგუნდელი გიორგი მიქაუტაძე შესაძლოა აპრილის დასაწყისიდან მოყოლებული ლიგა 1-ის საუკეთესო მოთამაშეა. ექვს თამაშში 8 გოლი ბრწყინვალე შედეგია. განსაკუთრებით მაშინ, როცა „მეცში’’ თამაშობ, რომელიც ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის’’.

გარდა ამისა სტატიაში გიორგი მიქაუტაძის გოლებსა და სხვა სტატისტიკური ინფორმაციებზეა საუბარი. 23 წლის ქართველი თავდამსხმელი „აიაქსში'' გატარებული წარუმატებელი პერიოდის შემდეგ ბრწყინვალე ფორმაშია, საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ექვს შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა, ზედიზედ ექვს შეხვედრაში შეაგდო. ასევე, ზედიზედ ორ მატჩში „ბრესტთან'' და „ლანსთან'' დუბლი შეასრულა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა. ევრო 20224-ის ფინალური ეტაპის F ჯგუფში საქართველოს ნაკრები თურქეთთან (18 ივნისი), ჩეხეთთან (22 ივნისი) და პორტუგალიასთან (26 ივნისი) ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები