დიდი აღიარება - კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის მოთამაშეა
ავსტრიის ბუნდესლიგის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი დასახელდა და ჩვენთვის სასიხარულოდ, პრიზი ოთარ კიტეიშვილს ერგო.
28 წლის ქართველი ნახევარმცველი მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურება და ჩემპიონატში ჩატარებულ 25 შეხვედრაში თავი 9 გოლითა და 6 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
მთლიანად სეზონურად კი 40 მატჩში, 11 გოლი და 9 საგოლე პასი აქვს.
View this post on Instagram
„შტურმმა“ ავსტრიის თასი უკვე მოიგო. ფინალში კიტეიშვილმა საგოლე გადაცემა შეასრულა. ბუნდესლიგაში კი ბოლო ტურში საკუთარ კედლებში „კლაგენფურტთან“ გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონები ხდებიან და ოქროს დუბლს ასრულებენ.
აქვე გეტყვით, რომ გრაცელები ავსტრიის ჩემპიონები ისტორიაში სამჯერ გახდნენ: პირველად ეს 1995/96 წლების სეზონში შეძლეს, შემდეგ 1998/99 წლებში, ბოლოს კი ჩემპიონობა 2010/11 წლების სეზონში იზეიმეს. შესაბამისად, „შტურმში“ 5-წლიანი კარიერის პერიოდში კიტეიშვილს პირველად აქვს შანსი, რომ ავსტრიის ჩემპიონი გახდეს, აქამდე კი გუნდთან ერთად მხოლოდ 2 ტიტული მოიგო - ორივეჯერ ავსტრიის თასი.