კრემონეზემ ლორთქიფანიძის კაპიტნობით პრიმავერა 2 მოიგო (U19)
იტალიის პრიმავერა 2-ის 19-წლამდე ჩემპიონატის A ჯგუფი „კრემონეზემ’’ მოიგო, რომლის კაპიტანი ქართველი ფეხბურთელი დაჩი ლორთქიფანიძეა. 30 ტურში „კრემონეზემ’’ 75 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსან „პარმას’’ 19 ქულით გაუსწრო. დაჩიმ პრიმავერა 2-ის 26 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი შეასრულა. შემდეგ სეზონში „კრემონეზე'' პრიმავერაში ითამაშებს.
დაჩის გუნდს იტალიის პრიმავერა 2-ის სუპერთასის მოგების კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა პენალტების სერიაში პრიმავერა 2-ის B ჯგუფის გამარჯვებულ „ჩეზენასთან’’ 5:6 დამარცხდა. პენალტების სერიაში დაჩიმ დაარტყა და გაიტანა.
შეგახსენებთ, დაჩი ლორთქიფანიძეს საქართველოს 18 და 19 წლამდე ნაკრებებში უთამაშია. 19-წლამდე ნაკრებში გამორჩეული იყო, გასული წლის შემოდგომაზე კვიპროსს გაუტანა და მოლდოვასთან საგოლე პასი შეასრულა, ელიტ-რაუნდში გასვლაში დიდი წვლილი შეიტანა. სამწუხაროდ, ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავედით, თუმცა ელიტ-რაუნდში შოტლანდიასთან ლორთქიფანიძის გოლით მოვიგეთ. ამ მატჩში, დაჩი კაპიტანი იყო.
ასევე გეტყვით რომ დიდი ალბათობით საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე დაჩის ივნისში დაგეგმილი შეკრებისთვის გამოიძახა, ახალგაზრდული ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას ყაზახეთთან გამართავს.