გიორგი მამარდაშვილი, მიგელ ანხელ კორონა
Aa
Aa

„სატრანსფერო ფანჯრის გახსნას ველოდებით“ | ვალენსიაში მამარდაზე ისაუბრეს

„ვალენსიას“ ტექნიკურმა დირექტორმა, მიგელ ანხელ კორონამ გიორგი მამარდაშვილის მომავალზე ისაუბრა. უცხოურ პრესაში ქართველ ფეხბურთელზე ბევრი იწერება და მას რამდენიმე კლუბს უკავშირებენ, რასაც კორონა DAZN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გამოეხმაურა.

„კმაყოფილნი და ბედნიერნი ვართ, რომ ჩვენი ფეხბურთელები ასეთი ცნობილი არიან და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ასეთ ყურადღებას იქცევენ. მარტივად რომ ვთქვათ, ვალენსია სატრანსფერო ფანჯრის მოსვლას ჩვეულებრივად დაელოდება და შემდეგ ვნახოთ, რა მოხდება“.

სხვადასხვა დროს, მამარდაშვილი „ატლეტიკოს“, „ტოტენჰემს“, „ნიუკასლსა“ და კიდევ რამდენიმე კლუბს დაუკავშირეს. უცხოური პრესის ინფორმაციით, „კაჭკაჭებს“ წამყვანი პოზიცია უკავიათ და „ნიუკასლი“ ერთადერთია, რომელსაც „ვალენსიასთან“ კონტაქტი ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილს „ღამურებთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 35 მილიონი ევროა. გიორგი ლა ლიგაში ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა და ესპანური პრესის ინფორმაციით, „ვალენსია“ მის სანაცვლოდ მინიმუმ 35-40 მილიონ ევროს მოითხოვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან მშვიდად ვარ“ | რა თქვა დე ლაურენტისმა ხვიჩას კონტრაქტზე
„ძალიან მშვიდად ვარ“ | რა თქვა დე ლაურენტისმა ხვიჩას კონტრაქტზე