მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, რაიან გარსია
Aa
Aa

„მერაბი არაფრად ვარგა, გავთიშავ“ | შონ ომალი დვალიშვილზე

სოციალურ ქსელებში UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის, შონ ომალისა და ამერიკელი მოკრივის, რაიან გარსიას დიალოგის ამსახველი ვიდეო გავრცელდა. გარსია ომალის Facetime-ით დაუკავშირდა და „შუგამ“, რომელიც იმ მომენტში Call of Duty-ს თამაშობდა, მერაბ დვალიშვილზეც ისაუბრა.

ომალი: „მოდი, ვიჩხუბოთ. გავალ, მერაბის წინააღმდეგ იმას გავაკეთებ რაც საჭიროა და გავთიშავ“.

გარსია: „ვიცი, რომ გაიმარჯვებ და ვფიქრობ, დაანოკაუტებ“.

ომალი: „კი, მერაბი არაფრად ვარგა, მარტივად მოვუგებ და მერე შენ გაგანადგურებ“.

შეგახსენებთ, რომ რაიან გარსია 25 წლის მოკრივა და ომალიმ რამდენჯერმე განაცხადა, რომ მასთან კრივში სურს ჩხუბი. მერაბთან ბრძოლას რაც შეეხება, დვალიშვილისა და ომალის ჩხუბი სავარაუდოდ სექტემბერში გაიმართება, თუმცა, ამ ბრძოლის თაობაზე, UFC-ს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან მშვიდად ვარ“ | რა თქვა დე ლაურენტისმა ხვიჩას კონტრაქტზე
„ძალიან მშვიდად ვარ“ | რა თქვა დე ლაურენტისმა ხვიჩას კონტრაქტზე