კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

რონალდუ: ნიჭიც მაქვს და მშრომელიც ვარ, ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე აჭარბებს მეორეს

კრიშტიანუ რონალდუმ ESPN-თან ინტერვიუში თავის კარიერაზე და იმ გზაზე ისაუბრა, რომელმაც დღევანდელ დღემდე მოიყვანა. პორტუგალიელი თავის მოტივაციებსაც შეეხო.

„ნიჭი მუშაობის გარეშე არაფერია, ისევე როგორც მუშაობა ნიჭის გარეშე. ისინი ერთმანეთს უნდა ავსებდნენ. მე ორივე მაქვს, ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე აჭარბებს მეორეს.

მნიშვნელოვანია პატარა დეტალები. სტაბილურობა ყველაზე რთულია. მზად ხართ ამისთვის? ეს არის მთავარი, რადგან ყველას სურს იყოს კრიშტიანუ, მაგრამ ამის მიღწევა რთულია. დისციპლინა ყველაზე რთულია. ხანდახან ჩემს ნებას ვებრძვი, რადგან ყველანი ადამიანები ვართ. რა თქმა უნდა, არ მიყვარს ყოველ დღე სპორტდარბაზში სიარული, ეს არავის უყვარს, მაგრამ ეს უნდა გავაკეთო.

მე ვამაყობ, რომ ამ ასაკში კვლავ უმაღლეს დონეზე ვთამაშობ. ეს შესანიშნავია და მაძლევს მოტივაციას გზა გავაგრძელო. თუ ჩემს კარიერას გადავხედავთ, ბოლო 20 წლის განმავლობაში, ჩემი დონე მაღალია. თუ თქვენ 20 წლის განმავლობაში მწვერვალზე ხართ, ეს წარმოუდგენელია. მე ამას ვაკეთებ და ვაგრძელებ. ვფიქრობ, ეს დიდი მიღწევაა.

ჩემი მთავარი მოტივაცია თამაშის გაგრძელებაა. ამ დონეზე ყოფნა ადვილი არ არის. მუშაობა უნდა გავაგრძელო, საკუთარი თავის მოტივაცია, გოლების გატანა, ფორმაში ყოფნა, შეჯიბრება ახალგაზრდა ლომებთან, რომლებიც მოდიან და ჩემს წინააღმდეგ თამაშობენ და უნდათ მაჩვენონ, რომ ჩემზე ძლიერები და სწრაფები არიან.

ძალიან კარგად უნდა მოემზადო, არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურადაც. ეს არის გამოწვევა“,

- განაცხადა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ ევრო 2024-ზე ითამაშებს და ის საქართველოს ნაკრებს ჯგუფის მე-3 ტურში 26 ივნისს (23:00) დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აიაქსში დაბრუნება არ უნდა“ | რა თანხად შეუძლია მეცს მიქაუტაძის გამოსყიდვა
„აიაქსში დაბრუნება არ უნდა“ | რა თანხად შეუძლია მეცს მიქაუტაძის გამოსყიდვა