ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

„ძალიან მშვიდად ვარ“ | რა თქვა დე ლაურენტისმა ხვიჩას კონტრაქტზე

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა პრესკონფერენცია გამართა და ბევრ თემაზე ისაუბრა. ჟურნალისტებმა „პარტენოპეის“ პირველ პირს ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტზეც ჰკითხეს და დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ ამ საკითხთან მიმართებით, ძალიან მშვიდადაა.

„ხელშეუხებელი არავინაა და ყველა ფეხბურთელი გაყიდვადია. ვნახოთ, მათი შეძენის მსურველი ვინ იქნება. კვარაცხელია? მისი კონტრაქტი 2027 ან 2028 წელს იწურება და ძალიან მშვიდად ვარ. თქვენ გინდათ, ნაკაწრი ჭრილობად აქციოთ, რომელიც თქვენვე გააჩინეთ და აგენტებს, რომლებიც ალბათ გეუბნებიან, რა დაწეროთ, ხელს უწყობთ.

ისიც თქვით, რომ კვარაცხელიას მამას შევხვდი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. იქნებიან თუ არა კვარაცხელია და ოსიმენი მოსამზადებელი პერიოდისთვის მიძღვნილ სარეკლამო ბანერებზე? მარტივი შეკითხვაა, რომელსაც მარტივად ვუპასუხებ: გავა დრო და ყველაფერს ვნახავთ“.

შეგახსენებთ, რომ უცხოურ პრესაში იწერება, რომ კვარაცხელიას გადაბირებით „პარი სენ-ჟერმენი“ და „ბარსელონა“ ინტერესდებიან. ამ მომენტისთვის, პსჟ „ბლაუგრანაზე“ წინ იმყოფება და ხვიჩას კილიან მბაპეს შემცვლელად მოიაზრებს.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფოდენი, კვარა და ლაუტარო პირველ ადგილს იყოფენ | Whoscored-ის სტატისტიკა
ფოდენი, კვარა და ლაუტარო პირველ ადგილს იყოფენ | Whoscored-ის სტატისტიკა