იულიან ნაგელსმანი, ლეონ გორეცკა, მატს ჰუმელსი
Aa
Aa

„ამის გაკეთება არ მომეწონა, ორივეს ვესაუბრე“ - ნაგელსმანი ჰუმელსსა და გორეცკაზე

იულიან ნაგელსმანმა ევროპის ჩემპიონატზე ლეონ გორეცკასა და მატს ჰუმელსის არწაყვანაზე განმარტებები გააკეთა.

„ორივეს დიდი ხანი ვესაუბრე. ისინი ძალიან იმედგაცრუებულნი არიან, რაც გასაგებია. ადრე, როცა კლუბებს ვავარჯიშებდი, მიჭირდა მსგავსი საუბრები. უსიამოვნოა, არ მომეწონა ამის გაკეთება. თქვენ გინდათ, რომ ყველა გამოიყენოთ.

დღის ბოლოს, როგორც მთავარმა მწვრთნელმა, გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებები უნდა მივიღო. მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრილიყვნენ. ვცადე ამეხსნა, რატომ ვერ ხვდებოდნენ სასტარტოში. გასაგებია, რომ ნაწყენი არიან. საუბარმა კარგად ჩაიარა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ცხოვრებაში უფრო სასიამოვნო საუბრებიც გვაქვს.

ასეთი საუბრები ყოველთვის ემოციურია. ხალხი განსხვავებულად რეაგირებს. ზოგი ტელეფონზე არაფერს ამბობს, ზოგს ზუსტი ახსნა უნდა. ჩემთვის ასეთი გადაწყვეტილებების გამოცხადება მტკივნეულია. ემოციების გაჩენა ნორმალურია, მაგრამ არც ერთი მხარე არ იყო მტრულად განწყობილი“,

- განაცხადა გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ იულიოან ნაგელსმანმა ცოტა ხნის წინ, ევრო 2024-ისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც ჰუმელსისა და გორეცკას გარდა, ადეიემი, ბრანდტი, ზიულე, ვერნერი და გნაბრი ვერ მოხვდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფოდენი, კვარა და ლაუტარო პირველ ადგილს იყოფენ | Whoscored-ის სტატისტიკა
ფოდენი, კვარა და ლაუტარო პირველ ადგილს იყოფენ | Whoscored-ის სტატისტიკა