დენა უაითმა დაადასტურა | გიგა ჭიკაძე UFC 304-ზე იჩხუბებს
გიგა ჭიკაძე UFC-ის ოქტაგონს უბრუნდება. ორგანიზაციის პრეზიდენტმა, დენა უაითმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ „ნინძა“ მანჩესტერში გასამართ ღონისძიებაზე, UFC 304-ზე იჩხუბებს და მისი მეტოქე არნოლდ ალენი იქნება.
UFC 304-ის მთავარი მოვლენა ლეონ ედვარდსისა და ბელალ მუჰამედის საჩემპიონო ბრძოლაა, თანამთავარ მოვლენაში კი ერთმანეთს ტომ ასპინალი და კურტის ბლეიდსი დაუპირისპირდებიან. ინგლისში გასამართ ღონისძიებაზე, ოქტაგონზე პედი პიმბლეტსაც ვიხილავთ, რომელიც ბობი გრინს შეხვდება.
BREAKING NEWS!!! #UFC304 pic.twitter.com/C5uCJJBUYk
— danawhite (@danawhite) May 16, 2024
შეგახსენებთ, რომ გიგა ჭიკაძემ ბოლო ბრძოლა 2023 წლის აგვისტოში გამართა და ალექს კასერესი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. „ნინძა“ UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში მე-9 პოზიციას იკავებს, ალენი კი მე-6 ადგილზეა.
არნოლდ ალენი გამოცდილი მებრძოლია, რომელსაც ბოლო 5 ბრძოლა მოვსარ ევლოევის, მაქს ჰოლოუეის, კელვინ კატარის, დენ ჰუკერისა და სოდიქ იუსუფის წინააღმდეგ გაუართავს. ალენს ზედიზედ ორი წაგება აქვს და ევლოევთან და ჰოლოუეისთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.