ჰარი კეინი, ხვიჩა კვარაცხელია, კილიან მბაპე, ლაუტარო მარტინესი, ფილ ფოდენი, რაფაელ ლეაუ
Aa
Aa

ფოდენი, კვარა და ლაუტარო პირველ ადგილს იყოფენ | Whoscored-ის სტატისტიკა

სტატისტიკურმა სააგენტომ, Whoscored-მა საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიაც ფიგურირებს. Whoscored-მა დაასახელა ფეხბურთელები, რომლებმაც მისი ვერსიით, მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტჯერ დაისაკუთრეს.

Whoscored-მა ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში დაფიქსირებული შედეგებით იხელმძღვანელა და გვაუწყა, რომ „კვარა“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ცხრაჯერ დაასახელა. მასზე უკეთესი შედეგი არავის აქვს და ქართველი გარემარბი პირველ ადგილს ფილ ფოდენთან და ლაუტარო მარტინესთან ერთად იყოფს.

„მანჩესტერ სიტის“, „ინტერისა“ და „ნაპოლის“ შემტევებს ჰარი კეინი, კილიან მბაპე და რაფაელ ლეაუ მოჰყვებიან. Whoscored-მა ისინი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელებად მიმდინარე სეზონში 8-8-ჯერ დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 32 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 10 გოლი და 6 შედეგიანი გადაცემაა (2-ჯერ კი პენალტი მოიპოვა). ჩემპიონთა ლიგაზე მან 8 მატჩში ერთი ასისტი გაიფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სიმართლეს არ ამბობს“ | რა თქვეს ნიდერლანდებში მიქაუტაძის განცხადებაზე
„სიმართლეს არ ამბობს“ | რა თქვეს ნიდერლანდებში მიქაუტაძის განცხადებაზე