გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„აიაქსში დაბრუნება არ უნდა“ | რა თანხად შეუძლია მეცს მიქაუტაძის გამოსყიდვა

„აიაქსიდან“ „მეცში“ განათხოვრებული გიორგი მიქაუტაძე სეზონის მეორე ნახევარს მაღალ დონეზე ატარებს და ევროპული კლუბების ყურადღება მიიქცია. ნიდერლანდური გამოცემის, Voetbal International-ის მიხედვით, პრაქტიკულად გამორიცხულია, ქართველი ფეხბურთელი ამსტერდამში დაბრუნდეს და სავარაუდოდ, „მეცი“ მის ხელშეკრულებას გამოისყიდის.

Voetbal International-ის მიხედვით, ფრანგულ კლუბს გიორგის სანაცვლოდ დაახლოებით 13 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს და შემდეგ სხვა კლუბების წინადადებებს დაელოდება. თუ „მეცმა“ მიქაუტაძე გაყიდა, მიღებული თანხის გარკვეული პროცენტი „აიაქსს“ უნდა გადაურიცხოს.

„გიორგი მიქაუტაძეს აიაქსში დაბრუნება არ უნდა. ამსტერდამულ კლუბსაც იგივე დამოკიდებულება აქვს და მიქაუტაძის აღარ ეიმედება. მას ხელშეკრულება 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მაგრამ ამსტერდამში ალბათ ვეღარასდროს ვიხილავთ“, - წერს ნიდერლანდური გამოცემა.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში მიქაუტაძე „ატლეტიკოს“, „რენს“, „მარსელსა“ და „მონაკოს“ დაუკავშირეს, მანამდე კი „ლიონის“ ვარიანტი გაჟღერდა. რამდენიმე საათის წინ, თურქულ პრესაში დაიწერა, რომ მიქაუტაძის გარშემო მიმდინარე მოვლენებს თვალს „გალათასარაი“ ადევნებს და შესაძლოა, თურქულმა გრანდმა ტრანსფერის თაობაზე ნიადაგი მოსინჯოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემპიონის ტიტულს მალე დაკარგავს“ - ედსონ ბარბოსა თოფურიაზე
„ჩემპიონის ტიტულს მალე დაკარგავს“ - ედსონ ბარბოსა თოფურიაზე