ვაკო ყაზაიშვილი
Aa
Aa

გოლი და საგოლე გადაცემა | ყაზაიშვილის კარგი მატჩი ჩინეთში

ჩინეთის სუპერ ლიგის მე-12 ტურში, ვაკო ყაზაიშვილის „შანდუნ ტაიშანი“ საკუთარ კედლებში „შენჟენ ჟინპენგჩენს“ დაუპირისპირდა და 3:2 იმარჯვა. ქართველმა ფეხბურთელმა „შანდუნის“ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა და გოლი და საგოლე გადაცემა გაიფორმა.

შეხვედრაში ანგარიში მე-11 წუთზე გაიხსნა და სტუმრები ედუარდო გარსიამ დააწინაურა. 26-ე წუთზე, „შანდუნ ტაიშანმა“ წონასწორობა აღადგინა, 41-ე წუთზე კი ყაზაიშვილის გადაცემით კრიზანმა ისარგებლა, ლამაზი გოლი გაიტანა და საკუთარ გუნდს პირველი ტაიმი 2:1 მოაგებინა.

68-ე წუთზე, ვაკოს ჯერი დადგა. ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის საჯარიმოში შესანიშნავად იმოქმედა, რამდენიმე ფეხბურთელი მოატყუა და ანგარიში 3:1 გახადა. ყაზაიშვილი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-4 წუთზე შეცვალეს, მისმა გუნდმა კი ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო.

„შანდუნ ტაიშანს“ 24 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციას იკავებს. ვაკოს გუნდი ჩემპიონატის ლიდერს, „შანხაი შენჰუას“ 6 ქულით ჩამორჩება და მომდევნო მატჩი 21 მაისს, „ტიანჯან ჯინმენ თაიგერის“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კონტემ ლიდერების შენარჩუნება მოითხოვა, ახლა კი...“ - რას ამბობს ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი
„კონტემ ლიდერების შენარჩუნება მოითხოვა, ახლა კი...“ - რას ამბობს ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი