Mundo deportivo საქართველოს ნაკრებზე
ესპანეთის ლა ლიგაში გიორგი მამარდაშვილის წარმატებული თამაშიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ნაკრები და ქართველი ფეხბურთელები ესპანურ სპორტულ მედიაში დიდი ინტერესით სარგებლობს. ამჯერად „ელ მუნდო დეპორტივოს“ ჟურნალისტმა ოსკარ სარატემ დაწერა ჩვენი ქვეყნის გუნდზე და მის მზადებაზე ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც საქართველოსთვის სადებიუტო იქნება
რას წერს El Mundo Deportivo
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას 9 ივნისს, პოდგორიცაში მონტენეგროსთან ამხანაგური შეხვედრით დაასრულებს. ეს ამ გუნდებს შორის მესამე თამაში იქნება. აქამდე ორ შემთხვევაში მათი გზები 2010 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე გადაიკვეთა, როდესაც ქართველ ფეხბურთელებს „ვალენსიას“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ ორჯერ გამყვანი ექტორ რაულ კუპერი ამზადებდა. თბილისში ნულოვან ფრეს პოდგორიცაში მონტენეგროს 2:1 გამარჯვება მოჰყვა, სადაც ქართველთა მხრიდან ერთადერთი ბურთი ვლადიმერ დვალიშვილმა გაიტანა.
ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით ჩატარდება, საქართველოს ეროვნული გუნდი კი F ჯგუფში თურქეთის, ჩეხეთისა და პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. რაც შეეხება ესპანურ მედიას, მათი ინტერესი ქართული ფეხბურთის მიმართ სრულიად ბუნებრივია, რადგან პრიმერადივიზიონის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მეკარე 23 წლის ქართველი გიორგი მამარდაშვილია.