მიკელ არტეტა
Aa
Aa

რა მოხდა ოცი წლის წინ - არტეტას აქამდე უცნობი ისტორია

მიკელ არტეტა რომ უმაღლესი კლასის მწვრთნელია, ამაზე ლონდონის „არსენალის“ მიერ ბოლო პერიოდში ნაჩვენები შედეგებიც ნათლად მეტყველებს, თუმცა სტაჟიან გულშემატკივარს ასევე კარგად ემახსოვრება მისი ფეხბურთელობა და ისიც, რომ „მეთოფეების“ ამჟამინდელ დამრიგებელს საკმაოდ წარმატებული კარიერა ჰქონდა. ერთ-ერთ ბრიტანულ გამოცემასთან ინტერვიუში არტეტამ ოცი წლის წინ მომხდარი ერთი ამბავი გაიხსენა, რომელიც აქამდე ქომაგებისთვის ცნობილი არ იყო

რა თქვა არტეტამ

2002-2004 წლებში გლაზგოს „რეინჯერსში“ ვთამაშობდი და შოტლანდიური გრანდის დატოვებას არცკი განვიხილავდი, მაგრამ გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, მომიწია ამ გადაწყვეტილების მიღება და კარიერა მშობლიურ „რეალ სოსიედადში“ განვაგრძე. მაშინ მიზეზების შესახებ არ მისაუბრია, ახლა კი გეტყვით, რომ ჩემი ესპანეთში დაბრუნების მთავარი მოტივი ოჯახი იყო. ახლაც კარგად მახსოვს, როდესაც დედაჩემმა ნამტირალევი ხმით დამირეკა და მთხოვა დავბრუნებულიყავი. მას და მამაჩემს სერიოზული კონფლიქტი ჰქონდათ და დავბრუნდი საიმისოდ, რომ ოჯახი გადამერჩინა, თუმცა სამწუხაროდ არაფერი გამომივიდა და ისინი განქორწინდნენ.

კარიერის მანძილზე ბასკი ნახევარმცველი „პარი სენ-ჟერმენში“, „რეინჯერსში“, „სოსიედადში“, „ევერტონსა“ და „არსენალში“ გამოდიოდა და ამპლუით ცენტრალურმა ნახევარმცველმა 539 შეხვედრაში 74 ბურთი გაიტანა.  „პროტესტანტებთან“ ერთად თითოჯერ მოიგო შოტლანდიის პრემიერ ლიგა და თასი, „არსენალის“ ფეხბურთელობისას კი ინგლისის ასოციაციის თასი ორჯერ მოიგო. მისი ხელმძღვანელობით წლევანდელ სეზონში „მეთოფეები“ უმაღლეს დონეზე გამოიყურებიან და ინგლისის პრემიერ ლიგის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ოქროს მედლების მოპოვების შანსს ინარჩუნებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არტეტა: “ნეტავ ახლა ფეხბურთელების დამშვიდება შემეძლოს“
არტეტა: “ნეტავ ახლა ფეხბურთელების დამშვიდება შემეძლოს“