ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე, აურელიო დე ლაურენტისი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

„კონტემ ლიდერების შენარჩუნება მოითხოვა, ახლა კი...“ - რას ამბობს ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი

ცნობილმა იტალიელმა სატრანსფერო ექსპერტმა, პაოლო ბარჯიჯამ Tv Play-სთან ინტერვიუს დროს ანტონიო კონტეს „ნაპოლიში“ შესაძლო დანიშვნაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 58 წლის სპეციალისტი აურელიო დე ლაურენტისის პროექტში დარწმუნებული არ არის.

რას ამბობს ბარჯიჯა:

„კონტეზე შემიძლია გითხრათ, რომ მოლაპარაკებები ნამდვილად იყო, მაგრამ დღეს მისი ახლობელი ადამიანისგან გავიგე, რომ საერთოდ არ არის დარწმუნებული დე ლაურენტისის პროექტის ჭეშმარიტებაში. შედარებით ნათელია, რომ ყველაფერი საბოლოოდ კონტრაქტსა და პრემიაზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ ტექნიკურ საკითხში, კონტე კმაყოფილი და დარწმუნებული არ არის. გასულ ზამთარს, როდესაც მას რუდი გარსიას შემცვლელად მოიაზრებდნენ, მოლაპარაკებები ნამდვილად შედგა, კონტემ კი ითხოვა, რომ გუნდს ოსიმენი არ გაეყიდა, ის არც კვარაცხელიას დარჩენაში იყო დარწმუნებული. ახლა კი მისი დამოკიდებულება შეცვლილია“.

იტალიურ მედიაში აქტიურად იწერება, რომ დიდი ალბათობით, სეზონის დასრულების შემდეგ „ნაპოლის“ ანტონიო კონტე ჩაიბარებს. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აურელიო დე ლაურენტისი გუნდის ლიდერების გაყიდვასაც გეგმავს. დიდი ალბათობით, ზაფხულში გუნდს ვიქტორი ოსიმენი დატოვებს, ხვიჩაზე კი იწერება, რომ მისის შეძენით პსჟ არის დაინტერესებული, რომელიც 120 მილიონი ევროს გადახდას აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პარიზში აშკარად ხედავენ, რომ კვარაცხელიას შემადგენლობის გაძლიერება შეუძლია“ | პსჟ-ის ექს-ფეხბურთელი
„პარიზში აშკარად ხედავენ, რომ კვარაცხელიას შემადგენლობის გაძლიერება შეუძლია“ | პსჟ-ის ექს-ფეხბურთელი