„ჩემპიონის ტიტულს მალე დაკარგავს“ - ედსონ ბარბოსა თოფურიაზე
UFC-ის ქვემსუბუქი წონის მებრძოლმა, ედსონ ბარბოსამ TMZ Sport-სთან ინტერვიუს დროს ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ „მატადორს“ ჩემპიონის ტიტულის დიდი ხნით შენარჩუნება გაუჭირდება.
რას ამბობს ბარბოსა:
„ვოლკანოვსკის წინააღმდეგ მისმა ბრძოლამ დაამტკიცა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ის ჩემპიონი დამსახურებულად გახდა. მაგრამ მჯერა, რომ ტიტულს დიდხანს ვერ დაიცავს, თუმცა, როგორ მებრძოლი, ნამდვილად კარია. დივიზიონში ბევრი ძლიერი კონკურენტი ჰყავს და დიდი ხნით ჩემპიონობა ძალიან გაუჭირდება. ტოპ 15-ში მართლაც მაღალი დონის მებრძოლები არიან, შეიძლება ითქვას, რომ ქვემსუბუქი წონა UFC-ში ერთ-ერთი საუკეთესოა“.
ცნობისთვის, 38 წლის ედსონ ბარბოსას MMA-ის ეგიდით 35 ბრძოლა აქვს გამართული, აქედან 24-ში გაიმარჯვა, 11-ში კი დამარცხდა.
ილია თოფურიას საჩემპიონო ქამრის დაცვა დიდი ალბათობით, მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ მოუწევს. მებრძოლებს შორის ბრძოლა წინასწარი ინფორმაციით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა გაიმართოს.