“ვწუხვარ და განვიცდი“ - სპალეტი ნაპოლის ჩავარდნილ სეზონზე
მიმდინარე სეზონში ნაპოლი საშინელ ფორმაშია და დიდი ალბათობით ევრო ტურნირების მიღმა დარჩება.
პარტენოპეის ჩავარდნილ სეზონთან დაკავშირებით, ლუჩიანო სპალეტიმ იტალიურ მედიასთან ისაუბრა.
რა თქვა სპალეტიმ?
„ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემს ყოფილ გუნდს ასეთი სეზონი გამოუვიდა. ყოველთვის სწორად უნდა შეარჩიოთ ფეხბურთელები, რომ გუნდი ერთ ადამიანზე არ იყოს დამოკიდებული. შარშან ჩვენ მოვახერხეთ გუნდის დაინფიცირება ერთი მიზნისთვის. ამიტომ ხარისხიანი გარემო შეიქმნა და მოედანზე ყოველთვის დიდი შემართებით გავდიოდით.
ვფიქრობ, ბევრი რამის უკეთ გაკეთება შეიძლებოდა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვწუხვარ იმის გამო, რაც დღეს ჩემს ყოფილ გუნდში ხდება. ამას ძალიან განვიცდი. იმედი მაქვს, მომავალ სეზონში ახლა არსებული პრობლემები აღარ იარსებებს.“
შეგახსენებთ, რომ სპალეტისთან ერთად ნაპოლი სერია ა-ს ჩემპიონი გახდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალში გააღწია.
მიმდინარე სეზონში კი პარტენოპეი სატურნირო ცხრილში 51 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება და მერვე ადგილზე მყოფ ფიორენტინას 2 ქულით ჩამორჩება, თუმცა იებს ნაპოლიზე ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული. მერვე ადგილი კი ევროპის კონფერენს ლიგის საგზურს იძლევა.