ქუთაისის ტორპედო, მამადუ სახო
Aa
Aa

მამადუ სახო ქუთაისის ტორპედოში ითამაშებს

Crystalbet ეროვნული ლიგის მორიგ ტურში ქუთაისის „ტორპედომ“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

მატჩის მიმდინარეობისას, სპორტულმა ჟურნალისტმა და კომენტატორმა დავით მინაშვილმა საინტერესო ინფორმაცია გააჟღერა.

მისი თქმით, ქუთაისურმა გუნდმა მოლაპარაკება მამადუ სახოსთან აწარმოა და ის სულ მალე „ტორპედოს“ შეუერთდება. მას ამ ინფორმაციის გაჟღერების უფლება თავად ქუთაისურმა კლუბმა მისცა.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი ცენტრალური მცველი სხვადასხვა დროს პარი სენ ჟერმენის, ლივერპულის, კრისტალ პალასის და მონპელიეს ღირსებას იცავდა. სახო ასევე 2010/2018 წლებში საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებშიც თამაშობდა.

2023 წლიდან დღემდე 34 წლის უკანახაზელი გუნდის გარეშე იყო და ტორპედოს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

ტორპედო - ბათუმი 1:0

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
VAR-ი გაუქმდება? | პრემიერ ლიგის გუნდების რეზოლუცია
VAR-ი გაუქმდება? | პრემიერ ლიგის გუნდების რეზოლუცია