“გვერდითი მსაჯი შეცდა“ - კროოსი დე ლიხტის გოლის ეპიზოდზე
მადრიდის რეალისა და მიუნხენის ბაიერნის დაპირისპირება კვლავ განსჯის საგანია. საუბარი დე ლიხტის გოლზე მიმდინარეობს, რომელიც თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა.
ამ საკითხთან დაკავშირებით, სამეფო კლუბის ნახევარმცველს ტონი კროსს თავისი მოსაზრება აქვს, რომელიც MARCA-სთან საუბრისას დააფიქსირა.
კროოსი:
„რა თქმა უნდა, მსაჯმა ცუდი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მომენტის დასრულებამდე უნდა მოეცადა. ვფიქრობ, შეცდომა მსაჯის დამხმარემ დაუშვა, რადგან თუ დროშას ასწევ მთავარი არბიტრი ხვდება, რომ ასისტენტმა ეპიზოდი ნათლად დაინახა და საქმე სამ მეტრიან თამაშგარესთან ჰქონდა. ბაიერნის და მისი ქომაგების გაბრაზების მესმის და ეს მართებულია, რადგან მომენტი ბოლომდე უნდა დასრულებულიყო.
არ ვიცი იყო, თუ არა კოლექტიური შეჩერება, თუმცა დე ლიხტის დარტყმამდე სასტვენის ხმა მკაფიოდ გაისმა. შესამჩნევი იყო, რომ დაძაბულობა შემცირდა და ზოგიერთი მოთამაშე გაჩერდა.“
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ეპიზოდი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოხდა და ეპიზოდიდან რამდენიმე წამში მატჩი დასრულდა.
რეალისა და ბაიერნის დაპირისპირებას სიმონ მარჩინიაკი მსაჯობდა. პოლონელ არბიტრს ევრო 2024-ზე გერმანიის და შოტლანდიის გახსნითი მატჩი უნდა ემსაჯა, თუმცა დე ლიხტის ეპიზოდის გამო შეხვედრას ჩამოაშორეს.