უარი ბარსელონას? | პსჟ ჩავი სიმონსის გაყიდვას არ აპირებს
როგორც მოგეხსენებათ, ჩავი სიმონსი იჯარის წესით ლაიპციგის ღირსებას იცავს. ახალი არავისთვის არის, რომ ნიდერლანდელი შემტევის სურვილი ბარსელონაში თამაშია.
ამ ფაქტს სიმონსი არც მალავს და მისი გადაბირება ჩავი ერნანდესის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
ამის პარალელურად, გავლენიანმა სატრანსფერო ექსპერტმა ფაბრიციო რომანომ გვამცნო, რომ პარი სენ ჟერმენი 21 წლის ფეხბურთელს არ გაყიდის.
ფრანგული კლუბის პოზიცია ასეთია - თუ სიმონსს დაბრუნება არ სურს გუნდი მხოლოდ კვლავ იჯარით გაშვებას განიხილავს. გაყიდვა გამორიცხულია.
ამ მოცემულობით, თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ ჩავი კატალონიურ კლუბს შეუერთდეს, რადგან ახლა ბარსელონას ფინანსური პრობლემები აქვს და ტრანსფერებში დიდი თანხის გადახდა არ შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ ჩავი სიმონსი „ბლაუგრანას“ აღზრდილია. 21 წლის შემტევი 2010/2019 წლებში ლა მასიაში ირიცხებოდა.