კურტუა: “ახლა ბევრად უკეთესი ვარ, ვიდრე ადრე ვიყავი“
ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის რეალმა ალავესს უმასპინძლა და 5:0 გაანადგურა. კვლავ ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა ტიბო კურტუა, რომელმაც ტრავმის შემდეგ მინდორზე უკვე სრული 270 წუთი ჩაატარა და გოლი არ გაუშვა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ბელგიელმა კარის დარაჯმა MARCA-სთან კომენტარი გააკეთა.
რა თქვა კურტუამ?
„თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ვიცი იყვნენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობდნენ, თუ როგორ ფორმაში დავბრუნდებოდი. მე ძლიერი დავბრუნდი და ისევ ის ტიბო კურტუა ვარ. მეტიც, მე ახლა ბევრად უკეთესი ვარ, ვიდრე ადრე ვიყავი. მიუხედავად ამისა, ვაპირებ, რომ კიდევ უფრო გავუმჯობესდე.
შესაძლოა ასეთი მატჩი მჭირდებოდა ბევრი მოგერიებით. მარცხენა ხელით მოგერიებული ბურთით ძალიან ვამაყობ. დიდი ხნის განმავლობაში ვვარჯიშობდი და ახლა ეს ყველაფერი მოედანზე გადმომაქვს.
ახალ რეალს რამდენიმე დღიანი დასვენება აქვს, მაგრამ მე არ ვისვენებ და ვარჯიშს ვაგრძელებ. სამი მატჩი ჩავატარე და თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ. მეორე ტრავმის შემდეგ, არ ვიცოდი რამდენად შევძლებდი ისევ თამაშს. ბერნაბეუზე ორჯერ ვითამაშე და ახლა ყველაზე ბედნიერი ვარ. სწორი მუშაობა უნდა გავაგრძელო.“
ცნობისთვის, ტიბო კურტუამ ალავესთან მატჩში იკერ კასილასის რეკორდი გაიმეორა. საქმე ერთ მატჩში მოგერიებული ბურთების რაოდენობას ეხება. 2008 წელს იკერმა ერთ მატჩში 10 ბურთი მოიგერია, რაც დღემდე რეკორდია, ხოლო კურტუამ ეს გაიმეორა.