Talksport-ის ვარაუდი ევრო 2024-ზე | საქართველო ჯგუფში მეოთხე ადგილზე გავა
ბრიტანულმა გამოცემამ, Talksport-მა მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატს სტატია მიუძღვნა და ივარაუდა, ჯგუფში ვინ რომელ ადგილს დაიკავებს. Talksport-ის მიხედვით, საქართველოს ეროვნულ გუნდს ჯგუფური ეტაპის დაძლევის შანსი არ აქვს და ბოლო ადგილზე გავა.
„საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ერთადერთი დებიუტანტია. საბერძნეთის დამარცხების შემდეგ, ქართველი ფეხბურთელები და გულშემატკივრები პირველი მატჩის გამართვამდე დღეებს ითვლიან. საქართველოს ნაკრების ზოგიერთ წევრს ასეთ სტადიონებზე თამაშის გამოცდილება არ აქვს, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიას ასეთ დონეზე გოლების გატანა შეუძლია“, - წერს ბრიტანული გამოცემა.
Talksport-ი ჩვენს F ჯგუფში სენსაციებს არ ვარაუდობს. ბრიტანული გამოცემის მიხედვით, პირველ ადგილს პორტუგალიის ნაკრები დაიკავებს, პლეიოფის მეორე საგზურს თურქეთი დაისაკუთრებს, ხოლო ჩეხეთი და საქართველო ტურნირს ჯგუფურ ეტაპზე გამოეთიშებიან. Talksport-მა ჩვენი ჯგუფის ის მატჩიც დაასახელა, რომელიც აუცილებლად სანახავია და ჩეხეთისა და თურქეთის დაპირისპირება გამოარჩია.
შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 2024 წლის 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით, გერმანიაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში იქნება. „ჯვაროსნები“ თურქეთთან (18 ივნისი), ჩეხეთთან (22 ივნისი) და პორტუგალიასთან (26 ივნისი) ითამაშებენ.