უეინ რუნი, ნემანია ვიდიჩი
Aa
Aa

„გიგზს 6 თვე არ ელაპარაკებოდა“ | უეინ რუნიმ მანჩესტერელ თანაგუნდელებზე ისაუბრა

უეინ რუნიმ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გატარებული პერიოდი გაიხსენა. ლეგენდარულმა ინგლისელმა ყოფილ თანაგუნდელებზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ ერთ-ერთი მათგანი გასახდელში ნამდვილი კოშმარი იყო.

„ნემანია ვიდიჩი სრული კოშმარი იყო. ვიღაცასთან კამათი მოუვიდოდა და შემდეგ რამდენიმე თვე არ ელაპარაკებოდა. რაიან გიგზს 6 თვე არ სცემდა ხმას. პატრის ევრასთანაც იგივე მოხდა. კამათი მოსდიოდა და შემდეგ რამდენიმე თვე არ ელაპარაკებოდა.

იყო შემთხვევა, როცა მე და ვიდიჩმაც ვიკამათეთ და მივხვდი, რომ აპირებდა, იგივე გაეკეთებინა. დაველაპარაკე და ვუთხარი: „გაიზარდე, რა ჯანდაბა გჭირს? ბოლოს და ბოლოს თანაგუნდელები ვართ“.

შეგახსენებთ, რომ რუნიმ „ოლდ ტრაფორდზე“ 13 წელიწადი გაატარა და „წითელ ეშმაკებთან“ ერთად დიდ წარმატებას მიაღწია. ინგლისელმა ფეხბურთელმა 16 ტიტული მოიგო და 559 შეხვედრაში 253 გოლი გაიტანა, რაც „მანჩესტერის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსის დასაკუთრებაში დაეხმარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონტე ნაპოლისთან ერთ ნაბიჯშია | ახალი პროექტი, კვარა და ორი ტრანსფერი
კონტე ნაპოლისთან ერთ ნაბიჯშია | ახალი პროექტი, კვარა და ორი ტრანსფერი