გიგა ჭიკაძე
Aa
Aa

UFC-ის განახლებული რეიტინგი | ჭიკაძე დაწინაურდა

UFC-იმ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგი განაახლა და ცვლილებები ქართველ მებრძოლს შეეხო. გიგა ჭიკაძე ერთი საფეხურთი დაწინაურდა. „ნინძა“ მე-10 პოზიციას იკავებდა, განახლებულ ტოპ 15-ში კი მე-9 გახლავთ.

გიგამ კელვინ კატარს გადაასწრო, რომელმაც ბოლო ბრძოლა ალჯამეინ სტერლინგთან გამართა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. „ნინძას“ მომდევნო მეტოქეს, არნოლდ ალენს ცვლილებები არ შეხებია და კვლავინდებურად მე-6 ადგილზეა.

სხვა ქართველ მებრძოლებს რაც შეეხებათ, მერაბ დვალიშვილი სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის პირველი ნომერია, მეორე პოზიციაზე კი კორი სენჰეგენია. რომან დოლიძე საშუალო წონით დივიზიონში მე-11 ადგილს იკავებს და ახალი მეტოქის მოლოდინშია.

ცნობისთვის, ალენი და ჭიკაძე UFC 304-ის ფარგლებში იჩხუბებენ, რომელსაც მანჩესტერი უმასპინძლებს. ალენი ინგლისელი მებრძოლია და გულშემატკივრები მის მხარეს იქნებიან. 30 წლის მებრძოლს კარიერაში 22 ჩხუბი აქვს გამართული და 19-ჯერ იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კარგად ვარ, ყველაფერი კარგადაა“ | დვალიშვილი ავტოავარიაში მოყვა
„კარგად ვარ, ყველაფერი კარგადაა“ | დვალიშვილი ავტოავარიაში მოყვა