გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძე ჩემპიონთა ლიგაზე? | მსურველი კლუბების სია იზრდება

გიორგი მიქაუტაძე მიმდინარე სეზონის მეორე ნაწილს შესანიშნავად ატარებს და შედეგიანი თამაშის წყალობით, რამდენიმე კლუბის რადარზე მოექცა. „რენისა“ და „მარსელის“ ინტერესზე უკვე დავწერეთ, ახლახან კი ქართველი თავდამსხმელი „მონაკოს“ დაუკავშირეს.

მონაკოელი ჟურნალისტის, იურიან ვან ვესემის ინფორმაციით, „მონაკო“ მიქაუტაძეს ვისამ ბენ იედერის შემცვლელად მოიაზრებს. ბენ იედერს კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება და „მონაკო“ მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს.

ვესემის ცნობით, „თეთრ-წითლებს“ იმედი აქვთ, რომ „აიაქსს“ მიქაუტაძის ტრანსფერზე დაითანხმებენ. არის ვარიანტი, რომ „მონაკომ“ გარიგებაში მაირონ ბოადუ ჩართოს, რომელიც „მონაკოს“ საკუთრებაა და მიმდინარე სეზონში, იჯარის წესით, „ტვენტეში“ ასპარეზობს.

შეგახსენებთ, რომ „რენმა“ შემადგენლობის გაძლიერება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მიმდინარე სეზონში ევროტურნირების საგზური ვერ მოიპოვა. „მარსელს“ რაც შეეხება, „სტად ველოდრომის“ ბინადრები პიერ-ემერიკ ობამეიანგის შემცვლელს ეძებენ, რომელიც დიდი ალბათობით, კლუბს ზაფხულში დატოვებს. გეტყვით იმასაც, რომ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში „მონაკო“ მეორე ადგილზე იმყოფება და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში განაღდებული აქვს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„კარგად ვარ, ყველაფერი კარგადაა“ | დვალიშვილი ავტოავარიაში მოყვა
„კარგად ვარ, ყველაფერი კარგადაა“ | დვალიშვილი ავტოავარიაში მოყვა