იულიან ნაგელსმანი, მიუნხენის ბაიერნი, ლეონ გორეცკა, მატს ჰუმელსი
Aa
Aa

ჰუმელსის შემდეგ - ნაგელსმანს ევრო 2024-ზე არც გორეცკა მიჰყავს

რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ ევრო 2024-ზე მატს ჰუმელსს ვერ იხილავთ. გადაწყვეტილება იულიან ნაგელსმანმა მიიღო, რომელიც BILD-მა გააჟღერა.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა სპეციალისტი ევროპის ჩემპიონატზე არც ლეონ გორეცკას წაიყვანს.

აღსანიშნავია, რომ 29 წლის ნახევარმცველი მიმდინარე სეზონში კარგ ფორმაში იმყოფება, თუმცა სეზონის დაწყების დღიდან მას ტომას ტუხელთან პრობლემები აქვს. გერმანელი მწვრთნელი მას დიდად არ ენდობა და გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გაყიდვასაც უპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა.

SPORT-ის ინფორმაციით, თუ ტუხელი ბაიერნში დარჩება, რისი შანსიც საკმაოდ დიდია, დიდი ალბათობით გორეცკა მიუნხენურ გრანდს დატოვებს.

ცნობისთვის, გერმანიის ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფში შოტლანდიასთან, უნგრეთთან და შვეიცარიასთან ერთად მოხვდა. პირველ მატჩს ნაგელსმანის შეგირდები 14 ივნისს შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავენ.

ასევე გეტყვით, რომ ევროპის ჩემპიონატის გახსნითი მატჩი გერმანიასა და შოტლანდიას შორის სიმონ მარჩინიაკს უნდა ემსაჯა, თუმცა დე ლიხტის რეალის კარში გატანილი გოლის სკანდალის გამო ის ამ მატჩს ჩამოაშორეს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
წარუმატებლობა? ვცდილობ თავაზიანი ვიყო - ენრიკე ჟურნალისტის კითხვამ გააბრაზა
წარუმატებლობა? ვცდილობ თავაზიანი ვიყო - ენრიკე ჟურნალისტის კითხვამ გააბრაზა