სიგუას საკვანძო პასები - სასტარტოში დაბრუნდა და ბაზელმა 2:0 მოიგო
შვეიცარიის სუპერ ლიგის 36-ე ტურში „ბაზელმა’’ შინ „ლოზანას'' 2:0 მოუგო, ამ გამარჯვების შემდეგ სუპერ ლიგის მეორე ექვსეულში 45 ქულით მეორე ადგილზეა, „ლუცერნს'' 1 ქულით ჩამორჩება.
ამ შეხვედრამდე ბოლო ხუთი მატჩი გაბრიელ სიგუამ ცვლილებაზე ითამაშა, დღეს კი ფაბიო სელესტინიმ სასტარტოში ათამაშა. 18 წლის ქართველი ტალანტი აქტიური იყო, მწვავე გადაცემები შეასრულა. ერთ მომენტში სიგუას ჩაწოდების შემდეგ არბიტრმა პენალტი დანიშნა, თუმცა VAR-ზე გადამოწმების შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა. შესვენების შემდეგ გაბრიელს აღარ უთამაშია, ფაბიო სელესტინიმ შეცვალა.
Sofascore-მა 7,4 დაუწერა, გაბრიელი „ბაზელში'' ერთ-ერთი საუკეთესო იყო. პირველი ტაიმის შემდეგ მისი შეცვალა მოულოდნელი იყო.
შეგახსენებთ, გასულ ზაფხულში გაბრიელ სიგუა თბილისის „დინამოდან'' „ბაზელში'' გადავიდა, შვეიცარიულ კლუბში 17 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა. გაბრიელმა სამივე გოლი შვეიცარიის ჩემპიონატში შეაგდო, საგოლე პასი კი - თასის შეხვედრაში.