თუ ჩვენს თამაშს ვითამაშებთ, საწადელს მივაღწევთ - ლორიამ ევრო 2024-ზე ისაუბრა
თბილისის „დინამოსა'' და საქართველოს ეროვნული ნაკრების 38 წლის მეკარემ, გიორგი ლორიამ ეროვნული ნაკრების ისტორიულ წარმატებაზე გადაცემაში „შაქრით თუ უშაქროდ'' ისაუბრა. ლორიას აზრით, თუ ვილი სანიოლის გუნდი თავის თამაშს ითამაშებს, ჯგუფიდან გასვლა შესაძლებელია. ასევე აღნიშნავს რომ ეროვნულ ნაკრებში კარგი ატმოსფერო იყო და ფეხბურთელები დიდ წნეხზე არ საუბრობდნენ, ნაკლებად ნერვიულობდნენ ვიდრე 2020 წელს მაკედონიასთან მატჩის წინ, როცა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში „დინამო არენაზე'' დავმარცხდით.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა. ევრო 20224-ის ფინალური ეტაპის F ჯგუფში საქართველოს ნაკრები თურქეთთან (18 ივნისი), ჩეხეთთან (22 ივნისი) და პორტუგალიასთან (26 ივნისი) ითამაშებს.