ნასერ ალ ხელაიფი, მადრიდის რეალი, კილიან მბაპე, პარი სენ ჟერმენი, ლუის ენრიკე
Aa
Aa

“განსხავვებული ჰაერის სუნი იგრძნობა“ - ენრიკე მბაპეს მომავალზე

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, კილიან მბაპე „პარი სენ ჟერმენს“ ტოვებს და კარიერას მადრიდის „რეალში“ გააგრძელებს.

მბაპეს მომავალთან დაკავშირებით, ჟურნალისტებმა ლუის ენრიკეს ჰკითხეს, რაზეც ესპანელმა სპეციალისტმა ორაზროვანი პასუხი გასცა.

ენრიკე:

„დღეს წვიმს, მაგრამ ასევე ძალიან ლამაზი დღეა, რადგან განსხვავებული ჰაერის სუნი იგრძნობა. ძალიან მიყვარს წვიმიანი დღეები. ის ჩემი ხიხონის მიწის წვიმას მახსენებს. ვფიქრობ, თქვენს კითხვას მშვენივრად ვუპასუხე.“

შეგახსენებთ, რომ სეზონის მიმდინარეობისას მბაპესა და ლუის ენრიკეს შორის დაძაბულობა სუფევდა. ესპანელს არ მოეწონა, რომ ფრანგმა სუპერვარსკვლავმა წასვლა გადაწყვიტა და ეს ამბავი ჟურნალისტებმა გაიგეს.

ასევე ცნობილი გახდა, რომ გასახდელში მბაპესა და ნასერ ალ ხელაიფს შორის დაპირისპირება მოხდა. პრეზიდენტი გაბრაზდა იმაზე, რომ კილიანმა გამოსამშვიდობებელი მიმართვის დროს ის არ ახსენა.

გავრცელებული ინფორმაციით, მბაპემ „რეალთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და „ბლანკოსში“ მოდრიჩის წასვლის შემთხვევაში 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. თუ ხორვატი არ წავა ფრანგი 9 ნომერს დაისაკუთრებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ახლა აბსურდია ხვიჩასგან შარშანდელი თამაშის ჩვენება მოითხოვონ...“
„ახლა აბსურდია ხვიჩასგან შარშანდელი თამაშის ჩვენება მოითხოვონ...“