გურამ კაშია, რობერტო როსეტი
Aa
Aa

მსაჯი გადაწყვეტილებებს კაპიტანს აუხსნის - ახალი წესი ევრო 2024-ზე

UEFA-მ ევრო 2024-თან დაკავშირებით საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო, მსაჯთა დირექტორ რობერტო როსეტის თქმით ევროპის ჩემპიონატების შეხვედრებში კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე მთავარ არბიტრთან საუბრის შესაძლებლობა მხოლოდ კაპიტნებს ექნებათ, სხვა მოთამაშეებმა კი მსაჯის გარშემო წრე არ უნდა შეკრან, მუშაობის საშუალება უნდა მისცენ, წნეხში არ უნდა მოაქციონ. მსაჯი ვალდებული იქნება გადაწყვეტილების საფუძველი კაპიტანს აუხსნას.

რობერტო როსეტი: „კაპიტნებს ვთხოვ დარწმუნდნენ, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მომენტში მის გარშემო წრე არ შეკრან, მას მუშაობის საშუალება მისცენ. მსაჯი VAR-თან საუბრისას ბევრ ინფორმაციას იღებს და მას ამ ინფორმაციის გააზრებისთვის დრო და გარემო სჭირდება.

თუ კაპიტანი კონკრეტული გადაწყვეტილებით დაინტერესდება, მსაჯი ვალდებულია გადაწყვეტილების საფუძველი აუხსნას. ნებისმიერი თანაგუნდელი, რომელიც კაპიტანს უგულებელყოფს და მსაჯთან კამათში შევა, ყვითელ ბარათს მიიღებს.

თუ შევძლებთ მსაჯსა და კაპიტანს შორის კონსტრუქციული დიალოგი შედგეს, ეს ყველასთვის სასარგებლო იქნება. ფეხბურთს როგორც ამ მშვენიერ თამაშს პოზიტიურ მემკვიდრეობას დავუტოვებთ’’.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშიაა, რომელსაც ახალ წესთან ადაპტირების კარგი შესაძლებლობა ექნება.

ევრო 20224-ის ფინალური ეტაპის F ჯგუფში საქართველოს ნაკრები თურქეთთან (18 ივნისი), ჩეხეთთან (22 ივნისი) და პორტუგალიასთან (26 ივნისი) ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები