მანჩესტერ იუნაიტედი, რაფაელ ვარანი
Aa
Aa

ოფიციალურად - ვარანი მანჩესტერ იუნაიტედს ტოვებს

რაფაელ ვარანისა და მანჩესტერ იუნაიტედის ისტორია სრულდება. სულ ცოტა ხნის წინ, „წითელი ეშმაკების“ ოფიციალურმა გვერდმა გვამცნო, რომ ფრანგი უკანახაზელი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გუნდიდან წავა.

ამ სიახლის გავრცელებიდან რამდენიმე წუთში, თავად ვარანმა „ინსტაგრამის“ საკუთარი გვერდის მეშვეობით ემოციური ვიდეო მიმართვა გაავრცელა.

ვარანი:

„მივმართავ ამ დიდებული გუნდის გულშემატკივრებს. ეს იყო საოცარი შეგრძნება ითამაშო წლების მანძილზე განსაკუთრებულ კლუბში. როდესაც „ოლდ ტრაფორდზე“ პირველად გავედი მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელის რანგში გიჟური ემოცია იყო. ატმოსფეროც საოცარი იყო.

ეს კლუბი თავის გულშემატკივრებთან ერთად ძალიან მიყვარს. ჩემი შვილებისთვის აქაურობა სახლია. ეს ადგილი ჩემი ცხოვრების მანძილზე მუდამ განსაკუთრებული იქნება. სამწუხაროდ რთული სეზონი გვქონდა, მაგრამ მომავალთან დაკავშირებით პოზიტიურ განწყობას ვინარჩუნებ.

ახალი მფლობელი ნათელი გეგმით და დიდებული სტრატეგიით მოდის. მიმდინარე სეზონის ბოლო მატჩში „ოლდ ტრაფორდზე“ შეგხვდებით და იქ დაგემშვიდობებით. დამერწმუნეთ, ეს ჩემთვის ძალიან ემოციური დღე იქნება."

შეგახსენებთ, რომ 31 წლის ფრანგი „წითელ ეშმაკებს“ 2021 წელს მადრიდის „რეალიდან“ შეუერთდა. 2021 წლიდან დღემდე, ვარანმა მანჩესტერის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 93-ჯერ მოირგო, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონის გადაბირებით არაბული კლუბები ინტერესდებიან. სხვა კონკრეტული ინფორმაცია ცნობილი არ არის.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„კედლები ირყეოდა“ - მბაპემ და ხელაიფიმ იჩხუბეს
„კედლები ირყეოდა“ - მბაპემ და ხელაიფიმ იჩხუბეს