კაპელო დე ძერბიზე: მე-3 რიგის მწვრთნელია, რა მოიგო? ერთი თასი უკრაინაში
ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი ფაბიო კაპელო, „ბაიტონში“ რობერტო დე ძერბის საქმიანობას აფასებს და ზოგადად მის სამწვრთნელო კარიერას ზედმეტად გამუქებულად თვლის.
ამ დღეებში La Gazzetta dello Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დე ძერბის გადაბირებას „მილანი“ აპირებს. კაპელო ამ ფაქტით იმედგაცრუებულია.
„დე ძერბის მესამე ხაზს მივაკუთვნებდი. მასზე ბევრს საუბრობენ, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელზე, რადგან გუარდიოლა მხარს უჭერს, მაგრამ წელს ის და მისი ბრაიტონი მეათე ან მეთერთმეტეა სატურნირო ცხრილში.
რა მოიგო მან კარიერაში? გადავხედოთ მის რეზიუმეს: მან მხოლოდ ერთი თასი მოიგო უკრაინაში (სუპერთასი დონეცკის შახტართან ერთად 2021 წელს).
ის არის კარგად მომზადებული მწვრთნელი, რომელიც მხარს უჭერს თავის იდეებს ყველგან, სადაც მუშაობს. თუმცა, ჯერჯერობით მისთვის არც ერთი გრანდი არ მოსულა, მიუხედავად იმისა, რომ დე ძერბის ბევრ გუნდს უკავშირებენ.
გარდა ამისა, ბრაიტონთან მის კონტრაქტს 15-მილიონიანი გამოსასყიდი პუნქტი აქვს, რომელიც ვაღიაროთ, რომ მწვრთნელისთვის ძალიან ბევრია“.
აქვე გეტყვით, რომ რობერტო დე ძერბის ერთი თვის წინ „ბარსელონასაც“ უკავშირებდნენ, თუმცა ჩავის დარჩენამ მისი კანდიდატურა ავტომატურად უკანა პლანზე გადაწია. „როსონერი“ კი როგორც ჩანს, იტალიელი სპეციალისტის გადაბირებაზე უკვე მუშაობს.